www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
2017-10-23 - დუტუ მეგრელის საიუბილეო საღამო

20 ოქტომბერს   აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა ქართველი მწერლის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის დუტუ მეგრელის (დიმიტრი ხოშტარია) 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

  ღონისძიება გახსნა და პოეტის შესახებ ისაუბრა  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ქურდოვანიძემ.

პატარა დეკლამატორებმა წაიკითხეს ლექსები  და მოთხრობა  დუტუ მეგრელის შემოქმედებიდან.  ღონისძიებაში  ასევე, მონაწილეობდნენ  კულტურის ცენტრთან არსებული საშემსრულებლო კოლექტივები, ნაჩვენები იქნა რეზო ნადარეიშვილთან საუბრის ჩანაწერი.  საღამოს წამყვანებმა დუტუ მეგრელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე  ისაუბრეს.

  ღონისძიებას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები.

   დუტუ მეგრელი არის დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას ლიტერატურული ფსევდონიმი. იგი დაიბადა 1867 წლის 26 ოქტომბერს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში.

    მის მიერ 1902 წელს დაწერილი ლექსი "მე პატარა ქართველი ვარ" და მოთხრობა "ქინაქინა" შესულია იაკობ გოგებაშვილის "დედაენაში" და "ბუნების კარში". ლექსებისა და მოთხრობების გარდა შექმნილი აქვს პოემები, იგავ-არაკები, არის მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი. აგრეთვე შესრულებული აქვს ევროპელ და რუს კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმანები.

    დუტუ მეგრელი გარდაიცვალა 1938 წლის 13 მარტს, თბილისში. დაასაფლავეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს მისი ნეშტი გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

  საღამო გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის  გამგეობის კულტურის, განათლების ,სპორტის  ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.