www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
2017-10-13 - ,,ეტალონის\" წამყვანი მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში 12 ოქტომბერს პროექტ ,,ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ  izrune.ge-ის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ რომელიც კითხვა- პასუხისა რეჟიმში წარიმართა.

როგორც ცნობილია, მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი ინდივიდუალური  ტესტირების თანამედროვე საიტია, რომლის საშუალებით ხდება მოსწავლეთა მეტად დაინტერესება, მოტივირება და წახალისება სწავლა- განათლებით.