www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
2017-09-21 - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დეა \'\'-ს აქცია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,, დეა“-მ  20 სექტემბერს აბაშის მუნიციპალიტეტში გამართა აქცია ,,შენი ხმა წყვეტს“.

აქციის მიზანია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე  პოლიტიკური სუბიექტებისა და პარტიების მიმართ ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანი გზავნილებისა და კითხვების დაფიქსირება.აქციაზე გამოხატული მოსაზრებები და ვიდეოგზავნილები 27 საქტემბერს  ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაგეგმილ შეხვედრაზე წარედგინება ზუგდიდის, აბაშის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებსა და პარტიების წარმომადგენლებს