www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
2017-09-15 - დასუფთავების აქცია

პროექტ ,,დავასუფთავოთ საქართველო“ -ს ფარგლებში 15-16-17 სექტემბერს ყოველწლიურ კამპანიაში , როგორც წინა წლებში კვლავ აქტიურად ჩაერთო აბაშის მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა ნაგავ-ნარჩენებისგან , ძირითადად ცარიელი ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისგან დაასუფთავეს რკინიგზისპირა ტერიტორია.

  
2017-09-15 - საკრებულოსN23 ბიუროს სხდომა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N23 ბიუროს სხდომა გაიმართა.სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე.ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1.      ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

                                                                                             მომხს: ტ. ხოშტარია

2.      ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ,სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, ,,აღნაგობის: ფორმით, ფიზიკურ პირზე გადაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ:

                                                                                             მომხს: მ. ვეკუა

3.      ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკითრებაში  დამატებით ქონების სახით არსებული მოძრავი ქონების ,,ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდის“ სსიპ ,, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ შემდგომი სსიპ ,, სურსათის ეროვნული სააგენტოს სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით“ განკარგულების  პროექტის განხილვის დაწყების თაობაზე.

                                                                                              მომხს: მ. ვეკუა

4.      პეტიცია- პარკირების  ადგილების, მონიშვნების და ინფრასტრუქტურის მოწყობა, პარკირების მარეგულირებელი ნორმების შემუშავების შესახებ.

                                                                                             მომხს: პ. ქურდოვანიძე

5.      პეტიცია- აბაშის მუნიციპალიტეტის  სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის შესახებ.

                                                                                                  მომხს: პ. ქურდოვანიძე

6.      პეტიცია- საკანალიზაციო სისტემის მოწყობის შესახებ.

                                                                                            მომხს: პ. ქურდოვანიძე

7.      პეტიცია- პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემის ამოქმედების შესახებ.

                                                                                            მომხს: პ. ქურდოვანიძე

8.      აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის 2017 წლის ანგარიში 6 თვის გაწეული მუშაობის შესახებ.

                                                                                           მომხს: შ. ჯღარკავა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N14 სხდომა გაიმართება 18 სექტემბერს  დილის 10-00 საათზე.