www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2017-08-29 - საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი აბაშაში

მიმდინარე წლის 6-9 სექტემბერს ტარდება აბაშის პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი, რომელშიც მონაწილეობს 36 ქვეყნის 180 მოკლემეტრაჟიანი (10 წუთამდე) ფილმი, კინოფესტივალში მონაწილეობას 10-18 წლის ბავშვები და ყმაწვილები მიიღებენ.
აბაშის კინოფესტივალს ეწვევა 40-მდე უცხოელი მონაწილე.
კინოფესტივალის მუშაობაში ჩაერთვებიან ადგილობრივი მოზარდები. კინოფესტივალის პრიზია „ოქროს ბატიბუტი“, რომელიც გადაეცემა შვიდ ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმებსა და ნორჩ კინემატოგრაფისტებს. 
კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილია 6 სექტემბერს, დილის 11.00 საათზე, ხოლო დახურვა 9 სექტემბერს, საღამოს 18.00 საათზე, აბაშის კულტურის სახლში.
კინოფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია „სინერამა“, ხოლო მხარდამჭერები არიან - აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კომპანია „ააპლასტი“.