www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2017-08-14 - საკრებულოს N11 სხდომა

  დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს NN11  სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით  გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

 

1.     ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის #26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                      მომხს. თ. ნოდია

 

2.     ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების    შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის #10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                      მომხს. ტ. ხოშტარია                                         

 

3.     აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2017 წლის 6 თვის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

                                                     

                                                       მომხს. გ. ცომაია

 

4. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის 2017 წლის 6 თვის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

                                                      მომხს. შ. დარცმელიძე

 

 

      
2017-08-14 - პროექტი: შენი ხმა წყვეტს

   დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში აბაშის შშმ პირთა ორგანიზაცია- ,,სიკეთის მაძიებელი“ - სა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,,დეა“-ს  ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ამომრჩეველთა ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე, საარჩევნო პროცესსა  და ხმის მიცემის პროცედურებზე მათთვის მნიშვნელოვანი და ძირითადი აქცენტებისა და საარჩევნო საჭიროებების გამოვლენა.

   შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დევნილი ამომრჩევლები.