www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2017-08-10 - საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის გახსნა.

საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლას აბაშის მუნიციპალიტეტი მესამედ მასპინძლობს. 9 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით ასოციაცია ,,სინერამა" ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით პირველ საჯარო სკოლაში საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლას ჩაატარებს. მიმდინარეობს ლექციები თემაზე: რეჟისურა,კინოს ისტორია,სცენარის წერა და განვითარება. აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებს ლექციებს წაუკითხავენ : ზვიად დოლიძე-პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; გიორგი ფხაკაძე- თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; გიორგი ხარებავა - კინორეჟისორი, კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ქეთევან ჯანელიძე-ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; დავით გუჯაბიძე-ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ზურაბ ორთავიძე - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო სტუდიის რეჟისორი.

საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლას ეწვევიან დოკუმენტალისტი , კინოოპერატორი, კინოსტუდია ,,მემატიანე"-ს დირექტორი რევაზ მახათაძე და თეატრისა და კინოს მსახიობი გოგა პიპინაშვილი.