www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2017-08-08 - 8 აგვისტო!!!

                 

გიორგი ნადარეიშვილი, სერგო მელია, მურთაზ გაბუნია!!!

 

  ამ სამი ,,ღიმილის ბიჭის“, სამი მართლაცდა რჩეული, ზნეკეთილი აბაშელი ჭაბუკის ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე მოუშუშებელ იარად რჩება აბაშისა და სრულიად საქართველოსთვის.

  გიორგი ნადარეიშვილი და სერგო მელია 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად  დაეცნენ, წლებით ადრე, აფხაზეთში, ასევე საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას, დაიღუპა მურთაზ გაბუნია, განსაკუთრებით სამძიმო ისაა, რომ არც ერთ მათგანს მემკვიდრე არ დარჩენია.

  ავადმოსაგონარი 8 აგვისტო!

  არ და ვერ ჩაივლის ეს თარიღი მათი გმირობის გაუხსენებლად. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ გმირთა შორის ისინი მარად დარჩებიან და მათს უკვდავ სახელებს კი თაობები გაიხსენებენ.

2017-08-08 - გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად

ხალხმრავლობა იყო დღეს აბაშის ორ სოფელში : წყემსა და ონტოფოში. რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა - სერგო მელიასა და გიორგი ნადარეიშვილის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად შეკრებილი ადამიანები , დილით გმირთა მოსახსენიებლად გამართულ პანაშვიდებს დაესწრნენ. ონტოფოში გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი გიორგი ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეიმკო. წარმოდგენილ იქნა აგვისტოს გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მომზადებული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. სოფელში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და სხვა ოფიციალური პირნი.