www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2017-08-07 - აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #10 სხდომა

 

     დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N10 სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1.            ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

                                                                                                          მომხს. დ. ცანავა

2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის #9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

                                                                                                          მომხს. დ. ცანავა

3.  ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის #36 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”.

                                                                                                           მომხს. დ. ცანავა

4. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ~ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის #49 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე”.

                                                                                                          მომხს. დ. ცანავა

5.            ,,აბაშის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების მიზნით იმ გზების სიის დამტკიცების შესახებ, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა)”.

                                                                                                           მომხს. შ. დარცმელიძე

6.            ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2017 წლის მე-3 კვარტლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”.

                                                                                                         მომხს. მ. ვეკუა

7.            ,,აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის 2017 წლის პირველი კვარტლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ”.

                                                                                                                                         მომხს: ზ. კუცია

8.            ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ”.

                                                                                                              მომხს: თ. ნოდია

9.            ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ”.

                                                                                                                                    მომხს: ტ. ხოშტარია