www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2017-08-04 - საკრებულოს N16 ბიუროს სხდომა

 

  4 აგვისტოს, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N16  ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე. ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1 ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

                                                                                                                მომხს. ტ. ხოშტარია

2.         ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის #9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

                                                                                                           მომხს. ტ. ხოშტარია

3.         ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის #36 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“.

                                                                                                            მომხს. ტ. ხოშტარია

4.         ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ~ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის #49 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“.

                                                                                                       მომხს. ტ. ხოშტარია

5.         ,,აბაშის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების მიზნით იმ გზების სიის დამტკიცების შესახებ, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა)“.

                                                                                                       მომხს. მ. ვეკუა

6.         ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2017 წლის მე-3 კვარტლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“.

                                                                                                        მომხს. მ. ვეკუა

7.         ,,აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის 2017 წლის პირველი კვარტლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ”.

                                                                                                       მომხს: კ. ხარძიანი

8.         ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ”.

                                                                                                       მომხს: კ. ხარძიანი

9.         ,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ”.

                                                                                                     მომხს. ტ. ხოშტარია

 

10. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.

                                                                                                  მომხს. პ. ქურდოვანიძე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  N10 მორიგი  სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 7 აგვისტოს დილის 10-00 საათზე.