www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
2017-07-26 - აბაშის მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ კვევა მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტში ელიმინაციის პროგრამით გათვალისწინებული ,, C,,ჰეპატიტის უფასო სკრინინგ კვლევა მიმდინარეობს.კვლევას აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ახორციელებს.

კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები და კვლევები გაიმართება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს  C  ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა.

პროგრამის მიზანია ,,C ,, ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

    
2017-07-26 - შეხვედრა ,,დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან\"

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  სამუშაო შეხვედრა გამართეს  ასოციაცია ,,ათინათის“ წარმომადგენელმა აკაკი კოროშინაძემ და ,,დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა რამინ გვარიშვილმა და ლანა ძაძამიამ.

საუბარი შეეხებოდა მოსახლეობის მხრიდან შემოსული პეტიციების მიღება-განხილვა-შესრულების მექანიზმის შემდგომი  პროცედურის დახვეწისა და გამარტივების საკითხებს.განხილულ იქნა ორმხრივი წინადადებები და გამოითქვა მოსაზრებანი ამ მიმართულებით კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის გზებზე.

სტუმრები მიიღო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ტატიანა ხოშტარია,საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ხარძიანი,საკრებულოს დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი,საკრებულოს აპარატის უფროსი გოჩა ხურცილავა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შალვა დარცმელიძე.