www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
2017-07-13 - ფოლკლორის მე-2 საერთაშორისო ფესტივალი ,,ლეგენდა მარტვილზე\"

12 ივლისს აბაშის მუნიციპალიტეტი ,უკვე მეორედ ფოლკორის მე-2 საერთაშორისო ფესტივალს ,,ლეგენდა მარტვილზე“  მასპინძლობდა.

ღონისძიებაში ამჯერად მონაწილეობდნენ საქართველოს, ბულგარეთის იტალიის, რუსეთის, ლიტვის, თურქეთის და უკრაინის ქორეოგრაფიულ-ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.

კონცერტის დაწყებამდე მონაწილეებმა ნაციონალურ სამოსებში გამოწყობილებმა, ქალაქის ცენტრში საზეიმო მსვლელობა გამართეს,შემდეგ მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ნომრებით წარსდგნენ.კონცერტზე გამოვიდნენ აბაშელი შემსრულებლებიც: ქორეიგრაფიული ანსამბლები: ანანური და ქილორი მომღერალთა ანსამბლები: ბერმუხა და ჰარირა.

ფოლკლორული ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსანთა რაინდთა დასის ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის თანადამფინანსებელია აბაშის მუნიციპალიტეტი.

     
2017-07-13 - საკრებულოს N9 რიგგარეშე სხდომა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N9 რიგგარეშე  სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია. საკრებულოს  წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხებ:

                          

 

1.”აბაშის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტს დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის #26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.                                     

                                                                                                                                         მომხს. თ. ნოდია

                                             

 

2.აბაშის მუნიციპალიტეტში სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს რაიონული სამსახურის ოფისის მშენებლობის შესახებ საპროექტო წინადადების მოწონების თაობაზე.

                                                                                                                                     მომხს. შ. დარცმელიძე