www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
მუნიციპალიტეტის შესახებ: ისტორია

უძველესი დასავლეთ ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება - კოლხეთი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზებული ქვეყანა იყო.

”კოლხეთი, იბერიასთან ერთად შეადგენდა იმ ნიადაგს, რომელზედაც შენდებოდა ქართული ფეოდალური სახელმწიფოებრიობა” - წერდა აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია.

კოლხეთის ცენტრალური ნაწილი მდებარეობს რიონისპირეთში, მის ორივე მხარეზე გაშლილ ჭალებსა და განსაკუთრებით მის მარჯვენა სანაპიროზე.

რიონისპირეთი ხასიათდება ნაყოფიერი ნიადაგით, სადაც საუკუნეების მანძილზე კოლხები და ლაზები ეწეოდნე მიწათმოქმედებას; განვითარებული იყო მეტალურგია, ხელოსნობა, ვაჭრობა, დუღდა საქალაქო ცხოვრება. აქ გადიოდა ”ჯვეში შარები” (ძველი სახმელეთო გზები): ფოთი - ქუთაისისა და ციხისძირ-ჭყონდიდისაკენ. ეს გზაჯვარედინი ერთმანეთს კვეთდა შუა ქალაქში (ამჟამინდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს თემის ტერიტორია). ამ გზის გასწყვრივ მდინარე ფაზისზე მდებარეობდა ძველი სამდინარო გზა, ე.წ. ინდოეთის სავაჭრო გზა. სწორედ რიონისპირა კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტი.

სიტყვა ”აბაშა” არაბულიდან მომდინარეობს. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს; ერთ-ერთის თანახმად, მტერს მდინარე აბაშის გადალახვა სურდა, მაგრამ მდინარე ადიდებულა და არაბები თურმე ერთმანეთს უყვიროდნენ: ”აბა-შა” - ”უკან დავიხიოთ”-ო.

”ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: ანაკოფიასთან ძლეული მურვან-ყრუ დაბანაკდა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარე - დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია - ”წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა”. ერთმა მდინარემ დაახრჩო 23 000 ქვეითი მურვანის ლაშქარში მყოფი ეთიოპიური წარმოშობის ”აბაშ”-თა ტომისა, მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი და ”ამიერთაგან სახელი ედვა მათ მდინარეთა, ერთსა ”აბაშა”, ერთსა ”ცხენისწყალი””. ეს ყველაფერი მომხდარა ამჟამინდელი ძვ. აბაშის თემის ტერიტორიაზე.

აბაშის რაიონი 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-20 წ.წ. სენაკის მაზრაში, ხოლო 1930 წელს ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით გამოეყო სენაკის მაზრას, როგორც ცალკე რაიონი. 1963-66 წ.წ. შედიოდა გეგეჭკორის რაიონის შემადგენლობაში. 1966 წელს კვლავ გამოეყო ახლანდელ საზღვრებში.

აბაშის რაიონი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: სეფიეთის სამნავიანი ბაზილიკა (მე-5 ს.), ტყვირის მაცხოვრის ეკლესია (მე-7- მე-8 ს.ს. და აღდგენილია მე-15-მე-16 ს.ს.), კადარის ერთნავიანი ბაზილიკა (მე-14 ს.), გულეიკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (მე-17, მე-18 სს.), სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესია (მე-18-მე-19ს.ს.).


ასევე იხილე კატეგორიაში - მუნიციპალიტეტის შესახებ: