www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მუნიციპალიტეტის შესახებ: ზოგადი ინფორმაცია

 ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი აბაშა

ფართობი - 320,8 კმ2

კლიმატი - ნოტიო სუბტროპიკული

ქალაქი - 1

სოფელი - 40

მანძილი თბილისამდე - 280 კმ

მანძილი ზუგდიდამდე - 55 კმ

უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 50 კმ

უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ. აბაშა

უახლოესი აეროპორტი-სენაკი - 18 კმ

ქალაქის მოსახლეობა - 6400

სოფლის მოსახლეობა - 22277

მოსახლეობა (დევნილთა ჩათვლით) - 28707 კაცი

მათ შორის:

ქალი - 15205

კაცი - 13502

მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა:

1) ქართველი - 99,6 %

2) რუსი - 0,2 %

3) სხვა დანარჩენი - 0,2 %

წყლის ძირითადი არტერიები:

1). ჭაბურღილები

2). მიწისქვეშა წყლები

მუზეუმები:

1) კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, აბაშა, სოფ. ძვ. აბაშა.

სოფლის მეურნეობა:

აბაშის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარულ რაიონს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ძირითადი რესურსია მიწა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეადგენს 20754 ჰექტარს, მათ შორის 12791 ჰა სახნავი მიწებია, 6235 ჰა საძოვარი, ხოლო 1728 ჰა მრავალწლიანი ნარგავები.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება, რასაც ძირითადად აღწევს სახნავი და საძოვარი ფართობების მაქსიმალური ათვისებით.

მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს (ძირითადად სიმინდი და სოიო). მრავალწლიანი ნარგავებიდან - თხილსა და დაფნას.

მუნიციპალიტეტში დიდი რესურსი არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების სახით, რაც სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ძლიერი დარგის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. მუნიციპალიტეტი ასევე მდიდარია საშენი ინერტული მასალებით: ქვიშით და ღორღით.

საავტომობილო გზების სიგრძე:

სახელმწიფო მნიშვნელობის გზა:62,7 კმ

ადგილობრივი მნიშვნელობის გზა:182 კმ

საკურორტო და ტურიზმის რესურსები:

თანამედროვე ეტაპზე მუნიციპალიტეტში საკურორტო მეურნეობა და ტურიზმი არ არის განვითარებული, თუმცა სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში დარგის განვითარების ყველა პირობა არსებობს.


ასევე იხილე კატეგორიაში - მუნიციპალიტეტის შესახებ: